Placeholder canvas
ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანს სტუმრობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი 15-16 მაისს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას სტუმრობს, სადაც იგი უკვე შეხვდა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და პრემიერმინისტრ ალი ასადოვს. შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის მილი მეჯლისის სპეციალური სხდომაზე სიტყვითაც გამოვიდა, რომელიც აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. იგი მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვასაც შეხვდება

აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრა

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დინამიკაზე იმსჯელეს და ყურადღება გამახვილეს „ნაყოფიერ თანამშრომლობაზ“ე ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ვაჭრობის და სხვა სფეროებში. მათვე ორი ქვეყნისა და ევროპის ენერგო უსაფრთხოებისთვის ვაჭრობის ე.წ. შუა მარშრუტის მზარდ მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

მათვე რეგიონში მიმდინარე მოვლენებიც მიმოიხილეს და რეგიონული მშვიდობის, კეთილდღეობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართულებით თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოხატეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ილჰამ ალიევს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისა და მისი პირადი წვლილისთვის საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების საქმეში მადლობა გადაუხადა.

აზერბაიჯანის პრემიერთან შეხვედრა

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობაზე იმსჯელეს, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე, ასევე, ვაჭრობის, ენერგეტიკის, განათლების სექტორებში. ამ კონტექსტში მათ, ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ მეგობრობასა და მრავალწლიან ნაყოფიერ სტრატეგიულ პარტნიორობას გაუსვეს ხაზი. მათვე რეგიონში არსებული ვითარებაც მიმოიხილეს და „ხაზი გაუსვეს შემდგომი თანამშრომლობის მნიშვნელობას სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დასამყარებლად“.

მასალა განახლდება…

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button