ახალი ამბები

საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ IDFI-ის 2022 წლის ანგარიში

არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ 2022 წლის ანგარიშის თანახმად, წინა წელს საჯარო დაწესებულებებიდან მიღებული პასუხების მაჩვენებელი, 2021 წელთან შედარებით, 24%-ით შემცირდა და 58% გახდა, რაც „2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი შედეგია“. 2010 წლიდან, ყველაზე დაბალ პროცენტამდე (35%) დავიდა ინფორმაციის დროულად გაცემის მონაცემიც.

ამასთან, წინა წელთან შედარებით, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი ყველა სამინისტრომ მნიშვნელოვნად გააუარესა. მიღებული პასუხები მაჩვენებელი მცირედით გაუმჯობესდა დამოუკიდებელი უწყებების (+1%) და საკრებულოების (+4%) ჯგუფებში შემავალ უწყებებში.

წყარო: IDFI

ზოგადი მაჩვენებლები

ორგანიზაციამ 2022 წელს საჯარო ინფორმაციაზე 7 582 მოთხოვნა, ჯამში სულ 374 საჯარო დაწესებულებაში გააგზავნა, საიდანაც პასუხი მხოლოდ 4 385 (58%) განცხადებაზე მიიღო, მათგან კანონით გათვალისწინებული 10-დღიანი ვადის დაცვით მხოლოდ 2 640 (35%) შემთხვევაში. საჯარო ინფორმაციაზე უპასუხოდ დატოვების მაჩვენებელი მინიმუმ 41%-ია, აქედან ყველაზე მეტმა უწყებამ (59%) „უპასუხოდ დატოვა ან უარი განაცხადა შიდა აუდიტის ანგარიშების მოწოდებაზე“.

დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს, „განსაკუთრებით პრობლემური“ იყო ისეთი მოთხოვნების უპასუხოდ დატოვებაც, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომთან და მის საქართველოზე გავლენასთან იყო კავშირში. „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ უპასუხოდ დატოვა უკრაინისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარებების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ უპასუხოდ დატოვა საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი გემების საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლის მცდელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია და სხვა“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

2022 წელს იყო 69 ისეთიც დაწესებულებაც (მათ შორის 49 სამინისტროებს დაქვემდებარებული უწყებაა), რომელმაც IDFI-ის ყველა განცხადება უპასუხოდ დატოვა. 2022 წელს ყველაზე მეტი მოთხოვნა უპასუხოდ დატოვეს ან უარი განაცხადეს ინფორმაციის მოწოდებაზე სახელმწიფო შპს-ებმა და ა(ა)იპ-ებმა (90%); ასევე, სამინისტროებს დაქვემდებარებულმა უწყებებმა (83%) და ცენტრალურმა საჯარო დაწესებულებებმა (66%).

ამასთან, ორგანიზაციამ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე ყველაზე მეტი (69%) სრულყოფილი პასუხი აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებსა და „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას“ დაქვემდებარებული უწყებებისგან მიიღო.

დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს საჯარო ინფორმაცია სრულყოფილი სახითა და 10-დღიანი ვადის დაცვით მხოლოდ 9 საჯარო დაწესებულებამ გასცა (მათ შორის, საჯარო სამsახურის ბიურომ, სახალხო დამცველის აპარატმა, აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ). „სრულყოფილად გაცემული პასუხების მაჩვენებელი 33%-ია. მსგავსი დაბალი შედეგი 2010 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა“.

ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელები

დოკუმენტის მიხედვით, ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით 95.36%-ით სიის სათავეშია პრეზიდენტის ადმინისტრაცია. შემდეგ მოდიან: პარლამენტი – 85.39%-თ; შინაგან საქმეთა სამინისტრო – 40.44%-ით; განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 29.69%-ით; ფინანსთა სამინისტრო – 27.06%-ით; თავდაცვის სამინისტრო – 25.56%-ით; მთავრობის ადმინისტრაცია – 18.61%-ით.

ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე უარყოფით რეიტინგებში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ლიდერობენ, მათ ორგანიზაციის არცერთ მოთხოვნას უპასუხეს.

საჩივრები

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ 2022 წელს 56 ადმინისტრაციული საჩივარი და 16 ადმინისტრაციული სარჩელი მოამზადა. თუმცა, „დავის სამართლებრივი სირთულის მიუხედავად, სასამართლომ წარმოებაში მიღებულ ყველა საქმეზე საქმის განხილვის ვადა 5 თვით გაახანგრძლივა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button