სუს-მა ტერორიზმის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 8 დეკემბერს განაცხადა, რომ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მოქალაქე, ცისკარა ტოხოსაშვილი დააკავეს.
სუს-ის ინფორმაციით, ტოხოსაშვილი, იგივე „ემირი ისა“ ახლო აღმოსავლეთში 2015 წელს გაემგზავრა და რეგიონში მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა. უწყებისვე ცნობით, იგი ორგანიზაციის წევრებს შორის „საკმაოდ გავლენიან ფიგურად ითვლებოდა“ და ახლო ურთიერთობა აკავშირებდა მის ასევე სხვადასხვა გავლენიან ლიდერთან.
„იგი აქტიურად მონაწილეობდა სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე ტერორისტულ აქტივობებსა და მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთ დანაყოფს კონფლიქტის ზონაში“, – აცხადებენ სუს-ში.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ცისკარა ტოხოსაშვილს 10-17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
სუს-ის განცხადებით, 2019 წელს ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს ტოხოსაშვილის უმცროსი ძმაც, ცეზარ ტოხოსაშვილი – „ისლამური სახელმწიფოს“ ემირი ალ-ბარა შიშანი. იგი სასჯელს საქართველოში იხდის.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)