skip to content
ახალი ამბები

სუსი: ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან უკანონო კონსტრუქცია აღმართეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) 11 ნოემბერს განაცხადა, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონო კონსტრუქცია აღმართეს.

სუს-ის ცნობით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულნი არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები, ასევე გააქტიურებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ეგიდით მოქმედი ცხელი ხაზი.

„საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებული უკანონო აქტივობები, მათ შორის, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფარგლებში აღმართული [კონსტრუქციები] ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას და აზიანებს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, – აცხადებენ სუს-ში და აღნიშნულზე სრულ პასუხისმგებლობას საოკუპაციო ძალას აკისრებენ.

უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ საკითხს ოფიციალური თბილისი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) მომდევნო შეხვედრაზე და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შემდეგ რაუნდზე დააყენებს.

ასევე წაიკითხეთ:

მსგავსი/Related

Back to top button