
ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფზე თავდამსხმელს 1-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
მედიის ცნობით, 24 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 1-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა 2022 წლის მარტში, ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფზე თავდამსხმელ დავით ველიჯანაშვილს.
სასამართლომ ველიჯანაშვილი ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის (154-ე) მუხლით გაამტყუნა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლი (118) კი – აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით (122) გადაუკვალიფიცირა.
თავდაპირველად, საქმეზე გამოძიება ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა (154, II) და ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის (156ე, II, „ა“) მუხლებით დაიწყო.
ასევე წაიკითხეთ:
- 24/06/2022 – „ტვ პირველის“ ჟურნალისტი ამბობს, რომ მას და მის ოპერატორს თავს დაესხნენ
- 03/05/2022 – პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგი მნიშვნელოვნად გაუარესდა
- 18/03/2022 – ზუგდიდში „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)