Placeholder canvas
ახალი ამბები

PACE რუსეთს „ტერორისტულ“ რეჟიმად აღიარებს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) 13 ოქტომბერს ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთის რეჟიმს „ტერორისტულად“ აღიარებს, უკრაინაში მის მიერ დაძაბულობის ესკალაციას გმობს და უკრაინის მიმართ მხარდაჭერას ადასტურებს.

რეზოლუციას სახელწოდებით „რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია უკრაინის წინააღმდეგ“ ასამბლეის 99 წევრმა დაუჭირა მხარი, ერთმა თავი შეიკავა, ხოლო წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში „აგრძელებს უზარმაზარი ტანჯვის, ნგრევისა და გადაადგილების პროვოცირებას იმ დონემდე, რომელიც ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა“. „ეს აგრესია ცალსახად დაგმობილი უნდა იყოს როგორც დანაშაული, როგორც საერთაშორისო სამართლის დარღვევა და მთავარი საფრთხე საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“, – ნათქვამია დოკუმენტში.

რეზოლუციაში საქართველო და მოლდოვაცაა ნახსენები. დოკუმენტი მოუწოდებს რუსეთს გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები მათი ტერიტორიებიდან.

ასამბლეა ასევე მოუწოდებს ეუთოს გააგრძელოს საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა სამართლის დარღვევის, უკრაინაში ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების, რუსეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობის, ასევე საქართველოსა და მოლდოვას წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შეფასება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button