შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიას და ეუთო/ოდირს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე მოსაზრების მომზადებას სთხოვს
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს და ვენეციის კომისიას თხოვნით მიმართა, რათა საარჩევნო კოდექსში პარლამენტის სამუშაო ჯგუფის მიერ ინიცირებულ ცვლილებებზე ერთობლივი დაჩქარებული მოსაზრება მოამზადონ.
რეკომენდაციების თანახმად, არჩევნებთან დაკავშირებით, საქართველომ უნდა უზრუნველყოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრულფასოვანი ფუნქციონირება, მათი დამოუკიდებლობისა და ეფექტური ანგარიშვალდებულების, ასევე მათი საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერება; გააუმჯობესოს საარჩევნო კანონმდებლობა და ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის მიერ გამოვლენილი ყველა ხარვეზი გამოასწოროს.
- 18/08/2022 – საარჩევნო სისტემის რეფორმის სამუშაო ჯგუფში ISFED-ის ჩართვაზე უარისთვის მმართველ პარტიას აკრიტიკებენ
- 22/08/2022 – არასამთავრობოები ქართულ ოცნებას ISFED-ის სამუშაო ჯგუფში ჩართვისკენ მოუწოდებენ
წერილში პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფი, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში შეიქმნა, შედგებოდა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების წევრებისგან, ასევე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან.
პაპუაშვილის თქმით, ახალი საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს როგორც ახალ ინიციატივებს, ისე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის, ვენეციის კომისიისა და ევროპის საბჭოს ანტი-კორუფციული ორგანოს – GRECO-ს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით 5 ოქტომბერს მიიღო. საპარლამენტო განრიგის მიხედვით, მესამე მოსმენით მათი მიღება არაუგვიანეს 13 დეკემბრისა იგეგმება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)