კახეთისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტებს ახალი დირექტორები ჰყავთ
შინაგან საქმეთა სამინისტროში 23 სექტემბრის განაცხადეს, რომ კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად, პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კალანდაძე დაინიშნა, რომელსაც მანამდე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტი ეკავა. შიდა ქართლში მისი ადგილმონაცვლე, მისივე მოადგილე, ასევე პოლიციის პოლკოვნიკი ვალერი თელია გახდა.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე კალანდაძემ გიორგი ალადაშვილი შეცვალა, რომელიც 29 აგვისტოს კახეთის რეგიონის ახალი სახელმწიფო რწმუნებული გახდა.
შსს-ს ინფორმაციით, თეიმურაზ კალანდაძეს და ვალერი თელიას სამართალდამცველ სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. მათ სხვადასხვა წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებში ხელმძღვანელის პოზიციები ეკავათ.
მედიის ცნობით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახლადდანიშნული დირექტორი, ერთ-ერთია, რომელიც 20 სექტემბერს, ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდამსხმელთან მოლაპარაკებებში იყო ჩართული.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)