ახალი ამბები
იანვარ-აგვისტოში საგარეო ვაჭრობა 36.6%-ით გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 13 სექტემბერს გამოქვეყნებული ექსპრეს მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საგარეო ვაჭრობა 36.6%-ით გაიზარდა და 11.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში, 36.9%-ით – 3.57 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა ექსპორტი, 36.5%-ით – 8.36 მლრდ აშშ დოლარამდე კი – იმპორტი. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 4.79 მლრდ აშშ დოლარი იყო, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2%-ია.
ასევე წაიკითხეთ:
- იანვარ-ივლისში საგარეო ვაჭრობა 35.3%-ით გაიზარდა
- იანვარ-ივნისში საგარეო ვაჭრობა 35.4%-ით გაიზარდა
- იანვარ-მაისში საგარეო ვაჭრობა 37.4%-ით გაიზარდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)