civil.ge
ელისაბედ მეორე: ეპოქის დასასრული
ელისაბედ მეორე დიდი მონარქი იყო. ალბათ, ევროპის უკანასკნელი დიდი მონარქი. მისი ზეობის სიდიადე წარსულისას არაფრით ჰგავდა. ელისაბედ მეორის ზეობისას არც ბრიტანეთის ტერიტორია გაზრდილა, არც მისი მოსახლეობა. სულაც პირიქით - მნიშვნელოვნად შემცირდა. მას არ დაუწყია და გაუმარჯვია ახალ სისხლისმღვრელ ომებში, არ დაუპყრია ახალი მიწები და საუკუნის მიწურულს, საკუთარმა ქვეშევრდომებმა საშემოსავლო გადასახადიც კი დაუწესეს. ამის მიუხედავად, ელისაბედი …