ახალი ამბები
ოკუპირებული ცხინვალის „საგარეო საქმეთა მინისტრი“ აფხაზეთის „ელჩს“ შეხვდა
ოკუპირებული ცხინვალის „საგარეო საქმეთა მინისტრი“, ახსარ ჯიოევი 22 აგვისტოს რეგიონში აფხაზეთის „ელჩს“ ალან ელბაკიევს შეხვდა.
რეგიონის „საგარეო უწყების“ ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივ თანამშრომლობაზე იმსჯელეს და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის მზაობა დაადასტურეს.
ამავე ინფორმაციით, ჯიოევმა ხაზი გაუსვა ორ რეგიონს შორის კავშირების გამყარების მნიშვნელობას, მათ შორის, „საგარეო უწყებების, ასევე წარსულში მიღწეული შეთანხმებების სრული იმპლემენტაციის“ მეშვეობით.
თავის მხრივ, ელბაკიევმა ჯიოევს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და „აფხაზეთის საგარეო უწყების“ ხელმძღვანელის, ინალ არძინბას სახელით, პოსტზე ნაყოფიერი მუშაობა უსურვა.
ასევე წაიკითხეთ:
- სუსი გმობს ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე „ბორდერიზაციას“
- ოკუპირებული ცხინვალი გამშვებ პუნქტებს ყოველთვიურად გახსნის
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)