ახალი ამბები

საქართველოს ლიდერები თურქეთში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამენ

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ მწუხარება გამოხატეს 20 აგვისტოს, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციის, გაზიანთეფის გზატკეცილზე მომხდარი ავტოავარიის გამო, რასაც 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 20 კი დაშავდა.

მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო „ღრმა“ მწუხარება გამოხატა პრემიერმა ღარიბაშვილმა. „ვლოცულობთ დაშავებულების მალე გამოჯანმრთელებისთვის. ამ რთულ დროს ,საქართველო დგას თურქ ძმებთან და დებთან ერთად“, – დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა 21 აგვისტოს Twitter-ზე.

ამ „რთულ დროს“ დაღუპულთა ოჯახებსა და თურქ ხალხს მიუსამძიმრა შალვა პაპუაშვილმაც. „ვლოცულობთ დაშავებულთა სწრაფად გამოჯანმრთელებისთვის“, – დაწერა მან ასევე Twitter-ზე 20 აგვისტოს.

„… ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ გარდაცვლილის ოჯახებისა და ახლობლების მიმართ. ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ამ მწუხარების ჟამს, საქართველო თქვენს გვერდით დგას“, – დაწერა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე 20 აგვისტოს Twitter-ზე.

იმავე დღეს, თურქეთში, მარდინის რაიონში მომხდარ კიდევ ერთ ავარიას დამატებით 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 29 დაშავდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button