skip to content
ახალი ამბები

მედია: ევროპული საბჭო საქართველოს კანდიდატის სტატუსს პირობების შესრულების შემდეგ მიანიჭებს

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, რომ ევროპული საბჭო აპირებს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მას შემდეგ მიანიჭოს, რაც ქვეყანა წევრობის განაცხადთან დაკავშირებით ევროკომისიის მოსაზრებაში ჩამოთვლილ პრიორიტეტებს გაითვალისწინებს.

იოზვიაკის თქმით, ევროპული საბჭო გაითვალისწინებს ევროკომისიის 17 ივნისის მოსაზრებას უკრაინასა და მოლდოვის შესახებ და ორივე ქვეყანას კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, ხოლო მას შემდეგ, რაც კომისიის მიერ ჩამოთვლილი პირობები შესრულდება, საბჭო დამატებით ნაბიჯებზე მიიღებს გადაწყვეტილებას.

სააგენტო „როიტერსი“ ასევე იტყობინება, რომ უკრაინა კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

დიპლომატებზე დაყრდნობით, „როიტერსმა“ განაცხადა, რომ „თითქმის უდავოა“, რომ მოლდოვაც მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ხოლო საქართველომ „პირობები უნდა შეასრულოს“, კერძოდ კი, ქვეყანაში არსებული „პოლიტიკური კრიზისი“ მოაგვაროს.

სამი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო 23-24 ივნისის სამიტზე მიიღებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button