ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს ესწრება
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 22-26 მაისს შვეიცარიაში, დავოსის 52-ე მსოფლიო კონომიკურ ფორუმს ესწრება, სადაც იგი უკვე შეხვდა ლიეტუვის პრეზიდენტს, მოლდოვისა და ხორვატიის პრემიერებს, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესამსახურის ინფორმაციით, 24 მაისს, ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მიერ წარდგენილი განაცხადი და ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის საკითხი განიხილეს.
ამავე ინფორმაციით, მხარეებმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზეც იმსჯელეს და რეგიონში უსაფრთხოების მიმართულებით არსებული გარემოს შესახებ გაცვალეს ინფორმაცია.
თავის მხრივ, შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა ნაუსედამ Twitter-ზე დაწერა, რომ მან საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მისი ქვეყნის მხარდაჭერას გაუსვა ხაზი.
ასევე 24 მაისს მოლდოველ კოლეგასთან ნატალია გავრილიცასთან შეხვედრაზე ევროკავშირის წევრობაზე ორი ქვეყნის მიერ წარდგენილ განაცხადსა და ასოცირებული ტრიოს ფორმატში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილებს ყურადღება, რომელიც საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას აერთიანებს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესამსახურის ცნობით, ორი ქვეყნის პრემიერმინისტრებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზეც იმსჯელეს.
Excellent discussion w/ ??'s @natgavrilita. ?? membership is a shared goal & civilizational choice of our people. We will continue to actively work together in this journey. Reiterated ??'s unequivocal support for ??'s sovereignty & territorial integrity. #WEF22 pic.twitter.com/E6QVpOXenF
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) May 24, 2022
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობითვე, პრემიერმა ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მიერ წარდგენილი განაცხადი განიხილა ხორვატიის პრემიერმინისტრ ანდრეი პლენკოვიჩთან 24 მაისის შეხვედრაზე.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საუბრისას, მან „ხაზგასმით აღნიშნა შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებისა და ამ კუთხით ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა“.
ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალურ მდივნთან, ჰელგა მარია შმიდთან შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატებში ეუთოს თავმჯდომარეობის როლზე გაამახვილა ყურადღება.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესამსახურის ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთზე საუბრისას, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული რჩება.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობითვე, 23 მაისის სეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა, კრისტალინა გეორგიევამ კოვიდ-19-ზე რეაგირებისა და პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის გაჯანსაღებაში საფინანსო ინსტიტუტის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
It was a pleasure to meet PM @GharibashviliGe ?? at Davos. We discussed our strong continued cooperation as Georgia faces economic spillovers from the war in Ukraine. We are at an advanced stage of preparing a precautionary Standby Arrangement to support Georgia’s reform efforts. pic.twitter.com/jGYjyStCrJ
— Kristalina Georgieva (@KGeorgieva) May 23, 2022
23-24 მაისს ირაკლი ღარიბაშვილი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) პრეზიდენტს, აკიჰიკო ტანაკასა და იაპონიის განვითარების ბანკის თავმჯდომარეს, იასუში კინოშიტას შეხვდა.
დავოსში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერმინისტრი ასევე შეხვდა – „სიტიბანკის“ საბანკო, კაპიტალის ბაზრებისა და მრჩეველთა თავმჯდომარის მოადგილეს, ჯეი კოლინზს; Adani Group-ის თავმჯდომარეს, გაუტამ ადანის; კომპანია Salesforce-ის პრეზიდენტს, ემი ვივერს; თურქული კომპანია „ლიმაკ ჰოლდინგის“ თავმჯდომარეს, ებრუ ოზდემირს და კომპანია Ripple-ის აღმასრულებელ დირექტორს, ბრედ გარლინგჰაუსს.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)