ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტრო: სენაკის ბრიგადის ტერიტორიაზე ერთმა სამხედრომ თავი მოიკლა

საქართველოს თავდაცვის სამინიტრომ 18 აპრილს განაცხადა, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის მე-2 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, პირველი კლასის რიგითმა თავისივე ავტომატური ცეცლსასროლი იარაღით თავი მოიკლა.

უწყებისვე ცნობით, ადგილზე არსებული ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერებიდან ჩანს, რომ თვითმკვლელობისას იგი მარტო იმყოფებოდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button