skip to content
ახალი ამბები

„ფორმულას“ ჟურნალისტებზე ძალადობისთვის დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა

საქართველოს გენერალუმა პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა 17 მარტს ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფზე ძალადობისთვის დაკავებულ დავით ველიჯანაშვილს.

საგამოძიებო უწყებამ ველიჯანაშვილს ჟუნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მუხლს (154-ის მე-2) დევნის მუხლიც (156-ე; მე-2; „ა“) დაუმატა, რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

თავდაპირველად, გამოძება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 154-ე მუხლით დაიწყო, რაც სასჯელის მაქსიმალურ ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღქვეთას ითვალისწინებს. თუმცა, ახლადშექმნილი უწყების ხელმძღვანელმა, კოკა კაციტაძემ უფრო მკაცრი სასჯელის შესაძლებლობა არ გამორიცხა.

პროკურატურის 20 მარტის განცხადებით, ბრალდებულმა „ტელეკომპანია „ფორმულაში“ მუშაობის გამო, ჟურნალისტების მიმართ უკმაყოფილება გამოხატა“.

მანვე შეურაცხმყოფელი შეძახილით, გინებით, ფიზიკური ანგარიშსწორებისა და გასროლის მუქარით სამივე ჟურნალისტისგან მოითხოვა პროფესიული საქმიანობის შეწყვეტა და ადგილის დატოვება.

20 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ველიჯანაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

სამართალდამცველებმა იგი 18 მარტს დააკავეს.

შემთხვევა 17 მარტს, 19:00 სთ-ზე მოხდა, როდესაც „ფორმულას“ ჟურნალისტი, ნანო ჩაკვეტაძე ოპერატორებთან ერთადნ თბილისში, ვაკეში მდებარე ერთ-ერთ კაფეში ინტერვიუს ჩწერას ცდილობდა.

ინციდენტის შემდეგ გავცელებულ კადრებში ჩანს, რომ დაკავებული აგრესიული იყო ადგილზე მისული „ფორმულას“ მეორე გადამღების ჯგუფის მიმართაც, მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და ემუქრება.

„„ფორმულას“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა წარმოადგენს მედიის მიმართ გამოხატული აგრესიის შედეგს და წახალისებულია ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ არაერთ დანაშულზე არასათანადო რეაგირებით“, – განაცხადა კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვის და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს „სწრაფი“ და „ეფექტიანი“ გამოძიებისკენ მოუწოდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button