skip to content
ახალი ამბები

მიკროსაფონანსოზე თავდამსხმელს სააპელაციო სასამართლომ სასჯელი შეუმცირა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელ ლევან ზურაბაშვილს, რომელიც 2020 წლის 20 ნოემბერს ორგანიზაციის დიდუბის ფილიალში შეიჭრა და 19 ადამიანი მძევლად აიყვანა, 9-წლიანი პატიმრობა 7 წლამდე შეუმცირა.

ზურაბაშვილის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ დღეს რამდენიმე მედიასაშუალებასთან საუბარში განმარტა, რომ ზურაბაშვილს სააპელაციო სასამართლომ ორი ან მეტი პირის მძევლად ჩაგდების მუხლით (144-ე, მე-2, „გ“) წარდგენილი ბრალი, 143-ე მუხლით (3-ის, „გ“) გადაუკვალიფიცირა, რაც ორი ან მეტი პირისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

გამოცემა „პუბლიკასთან“ საუბარში, კობაიძემ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება დაახლოებით ერთი კვირის წინ მიიღო და დაცვის მხარე მის გასაჩივრებას უზენაეს სასამართლოში გეგმავს.

პროკურატურის განცხადებით, ზურაბაშვილმა 19 მძევალი ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის მსგავსი საგნების გამოყენების მუქარით აიყვანა.

დაკავებამდე ზურაბაშვილს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შენობაში მძევლები დაახლოებით სამი საათის განმავლობაში ჰყავდა, რა დროსაც, მან Facebook-ის საშუალებით ვიდეოც გაავრცელა, სადაც იგი აზარტული თამაშების აკრძალვას, მედიკამენტების ფასების გაიაფებასა და ბანკებისთვის სესხებზე წლიურ საპროცენტო განაკვეთზე მაქსიმუმ 7%-იანი ლიმიტის დაწესებას ითხოვდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button