ახალი ამბები

კიევი მიესალმება უკრაინის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციას

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება მიესალმა საქართველოს პარლამენტის „მტკიცე და ფოკუსირებულ რეაქციას“, მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზების ფონზე, კიევის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო.

„ალბათ, საქართველო ყველაზე უკეთ გრძნობს იმას, თუ რა დევს სასწორზე უკრაინაში“, – განაცხადა კულებამ 2 თებერვალს უცხოელი ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

აღნიშნა რა, რომ ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც აქვს ნება და შესაძლებლობა, უკრაინის მხარდასაჭერად „რამის გაკეთება შეუძლია“, კულებამ ხაზი გაუსვა, რომ „საქართველოს ორივე ნამდვილად აქვს“.

უკრაინის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ კიევი მიესალმება ნებისმიერი ქვეყნის ან საერთაშორისო ორგანიზაციის ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც „დიპლომატიური გზით სიტუაციაზე კონტროლის შენარჩუნებისკენ“ არის მიმართული.

საქართველოს პარლამენტმა უკრაინის შესახებ რეზოლუცია 1 თბერვალს 74 ხმით მიიღო. ოპოზიციის მოწოდების მიუხედავად, მმართველმა პარტიამ ტექსტში უკრაინაში რუსეთის შესაძლო სამხედრო აგრესია არ ახსენა.

მოქალაქეებისა და ევროპელი სოციალისტების გარდა, კენჭისყრაში მონაწილეობა არცერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიიღო. ოპოზიციის დიდი ნაწილის მტკიცებით, ქართული ოცნება რუსეთის მიმართ მაამებლურ პოლიტიკას ატარებს და მიმდინარე კრიზისში რუსეთის როლს ხაზს არ უსვამს.

საპასუხოდ, მმართველი პარტია აცხადებს, რომ რეზოლუციის ტექსტი „პროვოკაციული რიტორიკისგან“ სრულად დაცლილია. ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ნაციონალურ მოძრაობას „აშკარად სურს“, რომ იხილოს ომი უკრაინასა და საქართველოში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button