skip to content
ახალი ამბები

ბრიუსელში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრემიერები შეხვდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 30 ნოემბერს ბრიუსელში უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებს – დენის შმიგალსა და ნატალია გავრილიცას შეხვდა, სადაც მხარეებმა 15 დეკემბერს დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტიორობის სამიტზე ისაუბრეს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრებმა სამიტის კონტექსტში საკუთარ პრიორიტეტებსა და მოლოდინებზე იმსჯელეს. პრემიერ-მინისტრებმა ხაზი გაუსვეს, რომ ასოცირებული ტრიოს სამი ქვეყნის „სურვილია წვდომა ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ სივრცესთან და სექტორული კუთხით თანამშრომლობის მაქსიმალურად გააქტიურება, რათა უზრუნველყოფილი იყოს ასოცირებული ქვეყნების ფიზიკური ინტეგრაცია ევროკავშირში“.

ამავე ინფორმაციით, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, სამიტის საბოლოო დეკლარაციაში აისახოს საქართველოს ევროპული არჩევანი და ევროპული მისწრაფება, ასევე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოსთვის ასევე პრიორიტეტული მიმართულებაა – დაკავშირებადობა, ევროკავშირთან სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირები და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრემიერ-მინისტრები ბრიუსელში დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს დევიდ მარია სასოლის შეხვდებიან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button