skip to content
ახალი ამბები

ქართული ოცნების ლიდერები გამარჯვების აღსანიშნად შეიკრიბნენ 

საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ქართული ოცნების ლიდერები „ყველა მუნიციპალიტეტში“ გამარჯვების აღსანიშნად თბილისში, პარტიის ცენტრალური ოფისის წინ შეიკრიბნენ.

შეკრებამდე ცოტა ხნით ადრე, ტელეკომპანია „იმედმა“ ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, მმართველი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე ხმების 57%-ით იგებს, ხოლო მმართველი გუნდის დანარჩენი კანდიდატები ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში მეტოქეებს მცირედით უსწრებენ.

კიდევ ერთი ეგზიტპოლის შედეგებით, რომელიც „მთავარი არხის“ დაკვეთით ჩატარდა, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები მცირედით უსწრებენ მეტოქეებს თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა და ზუგდიდში.

„მე მინდა ყველას მოგილოცოთ მეორე ტურის გამარჯვებით დასრულება“, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მხარდამჭერებს. „ახლა ჩვენ უნდა მშვიდად დაველოდოთ საბოლოო მონაცემების გამოცხადებას“.

მოკლე მიმართვისას, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა საზოგადოებას, რომელმაც „მხარი დაუჭირა კიდევ ერთხელ ჩვენს პოლიტიკურ ძალას“. „დღეს ეს გამარჯვება ჩვენ ბოლომდე მივიყვანეთ“, – დასძინა მან.

მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ, განაცხადა, რომ „ძალიან ბედნიერია“, რომ ქართულმა ოცნებამ შეძლო „ღირსეული“ გამარჯვება მეორე ტურში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button