skip to content
ახალი ამბები

ცესკო: 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 39.5% იყო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17:00 საათის მდგომარეობით, არჩევნებში მონაწილეობა 825129 ამომრჩეველმა მიიღო, რაც მეორე ტურებში რეგისტრირებული ამომრჩევლების 39.5%-ია.

ცესკოს ინფორმაციით, რეგიონებში ყველაზე მაღალი აქტივობა – 52.8% რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი კი – 33.9% ისევ მცხეთა-მთიანეთში.

ცესკოს ცნობით, თბილისში ყველაზე მაღალი აქტივობა – 43.5% – ისევ დიდუბეშია, ყველაზე დაბალი კი – 34.3% კვლავ ისანში.

მუნიციპალიტეტებში ამომრჩეველთა აქტივობით 55.7%-ით ამჯერად ჩოხატაური ლიდერობს, ყველაზე დაბალი აქტივობა კი – 15.9% – ისევ დუშეთის მუნიციპალიტეტში ფიქსირდება.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა 41.35% იყო, საბოლოო აქტივობამ კი – 51.92% შეადგინა.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 17:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა 36.71% იყო, საბოლოო აქტივობამ კი – 45.65% იყო.

ქვეყანაში ხმის მიცემა ზუსტად დილის 08:00 სთ-ზე დაიწყო. საარჩევნო უბნები 20:00 სთ-ზე დაიხურება. მეორე ტურებში რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა 2 088 722-ს შეადგენს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button