ახალი ამბები

ცესკო: 10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 7.38% იყო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 10:00 საათის მდგომარეობით, არჩევნებში ხმა მისცა 154 163-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც არჩევნების მეორე ტურისთვის რეგისტრირებული ამომრჩევლების 7.38%-ია.

ცესკოს ინფორმაციით, ყველაზე მაღალი აქტივობა ცაგერსა (9.6%) და რუსთავში (8.9%) გამოვლინდა, ყველაზე დაბალი კი – დუშეთსა (2,5%) და ხულოში (4.9%).

თბილისში ყველაზე მაღალი აქტივობა გლდანის რაიონშია -7.8%, ხოლო ყველაზე დაბალი ისანში – 6.8%.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში 10:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა 7.41% იყო, საბოლოო აქტივობამ კი – 51.92% შეადგინა.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 10:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა 6.74% იყო, საბოლოო აქტივობამ კი – 45.65% შეადგინა.

ქვეყანაში ხმის მიცემა ზუსტად დილის 08:00 სთ-ზე დაიწყო. საარჩევნო უბნები 20:00 სთ-ზე დაიხურება. მეორე ტურებში რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა 2 088 722-ს შეადგენს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button