skip to content
ახალი ამბები

საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებში

ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ 11 ოქტომბერს ორი რეზოლუცია მიიღო, რომლებიც, სხვა საკითხებთან ერთად, კიდევ ერთხელ ადასტურებენ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

471-ე რეზოლუცია, რომელიც ლისაბონში ასამბლეის 67-ე ყოველწლიურ სესიაზე მიიღეს, მოუწოდებს მოკავშირე სახელმწიფოების მთავრობებსა და საკანონმდებლო ორგანოებს, „დაადასტურონ ერთგულება ნატოს ღია კარის პოლიტიკის მიმართ და გააძლიერონ მხარდაჭერა უკრაინის, საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას მიმართ, დაეხმარონ მათ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დაჩქარებაში“.

470-ე რეზოლუცია, რომელიც იმაზე სესიაზე მიიღეს, გმობს „რუსეთის მიერ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას“, ასევე „მოსკოვის უწყვეტ ძალისხმევას, რომ ამ ქვეყნებში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, მათი ევროპული და/ან ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კურსი შეცვალოს და უგუნური და უპასუხისმგებლო ესკალაციები გამოიწვიოს“.

რეზოლუცია ასევე გმობს რუსეთის მიერ აზოვის ზღვასა და შავ ზღვაზე ნავიგაციის თავისუფლების „უკანონო შეზღუდვას“.

დოკუმენტი შეშფოთებას გამოხატავს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევებისა და ქართველების წინააღმდეგ განხორციელებული ეთნიკური დისკრიმინაციის გამო. რეზოლუცია რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელების აუცილებლობასა და დევნილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლებასაც უსვამს ხაზს.

რეზოლუცია მოუწოდებს ნატოს წევრ სახელმწიფოებს „საქართველოსა და უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადონ ერთობლივი წვრთნების რაოდენობის მომატებისა და მათთვის პრაქტიკული მხარდაჭერის აღმოჩენით, რათა ამ ქვეყნებმა თავად შეძლონ საკუთარი თავის დაცვა“.

ასევე წაიკითხეთ:

მსგავსი/Related

Back to top button