ახალი ამბები
წინასწარი შედეგები: ქართული ოცნება – 48.56%, ენმ – 31.23%, საქართველოსთვის – 6.87%
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, ქართულმა ოცნებამ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით ხმების 48.56% ხმა მოიპოვა; შემდეგ მოდიან – ნაციონალური მოძრაობა ხმების 31.23%-ით და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ ხმების 6.87%-ით. რაც შეეხება თბილისის წინასწარ მონაცემებს, ქართულ ოცნებას ხმების 40.64%, ნაციონალურ მოძრაობას – 29.38%, ხოლო საქართველოსთვის – 8.49% აქვს.
კენჭისყრის წინასწარი შედეგები
3 743 უბნიდან 1 446 (38,63%) დათვლილია
- ქართული ოცნება – 48.56%;
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 31.23%;
- საქართველოსთვის – 6.87%;
- ლელო საქართველოსთვის – 2.6%;
- ევროპული საქართველო -1.82%;
- პატრიოტთა ალიანსი – 1.42%;
- მესამე ძალა – 1.27%;
- ლეიბორისტული პარტია – 1.25%;
- გირჩი – მეტი თავისუფლება – 1.04%.
თბილისი პროპორციული
769 უბნიდან 163 (21.2%) უბანია დათვლილი
- ქართული ოცნება – 40.64%;
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 29.38%;
- საქართველოსთვის – 8.49%;
- ლელო საქართველოსთვის – 3.37%;
- გირჩი–მეტი თავისუფლება – 2.99%;
- ანა დოლიძე – პარტია ხალხისთვის – 2.37%;
- ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები – 2.24%;
- ელენე ხოშტარია-დროა – 1.97%;
- პატრიოტთა ალიანსი – 1.69%;
- ლეიბორისტული პარტია – 1.38%;
- ევროპული საქართველო – 1.07%.
პარტიამ დედაქალაქის საკრებულოში შესასვლელად პროპორციული სისტემით 2.5%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)