ახალი ამბები

დიდ ქალაქებში მეორე ტურები იქნება – ორში ქართული ოცნება ლიდერობს, სამში ენმ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, ხუთივე თვითმმართველ ქალაქში მერების ასარჩევად მეორე ტურები გაიმართება. ქართული ოცნების კანდიდატები თბილისსა და ფოთში ლიდერობენ, ხოლო ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები – ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში.

თბილისი (769 უბნიდან 320)

  • კახა კალაძე – ქართული ოცნება – 45.5%;
  • ნიკა მელია – ერთიანინაციონალური მოძრაობა – 34.13%;
  • გიორგი გახარია – საქართველოსთვის – 8.97%;
  • ანა დოლიძე – ხალხისთვის – 4.35%;
  • ანა ბიბილაშვილი – ლელო საქართველოსთვის – 2.41%
  • გიორგი ლომია – პატრიოტთა ალიანსი – 1.51%;
  • მიხეილ ქუმსიშვილი – ლეიბორისტული პარტია – 0.81%;
  • არინზე ოგბუნუჯუ – ჩვენი გაერთიანებული საქართველო – 0.61%;
  • თამარ კეკენაძე – მესამე ძალა/სტრატეგია აღმაშენებლი – 0.6% ;

ფოთი (18/33 უბანი დათვლილი)

  • ბექა ვაჭარაძე – ქართული ოცნება – 47.73%;
  • გიგი უგულავა – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 37.44%;
  • გიორგი აბსარიძე – საქართველოსთვის – 14.83%

ქუთაისი (51/124 უბანი დათვლილი)

  • ხატია დეკანოიძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 43.75%;
  • იოსებ ხახალეიშვილი – ქართული ოცნება – 41.86%;
  • გიორგი გოგუაძე – საქართველოსთვის – 8.05%;
  • ანდრო ლოსაბერიძე – მესამე ძალა/სტრატეგია აღმაშენებელი – 4.99%;
  • ირინა საღინაძე – თავისუფალი საქართველო – 1.35%

ბათუმი (34/105 უბანი დათვლილი)

  • გიორგი კირთაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 42.34%;
  • არჩილ ჩიქოვანი – ქართული ოცნება – 41.49%;
  • ირაკლი მიქელაძე – საქართველოსთვის – 10.48%;
  • გიორგი ფუტკარაძე – გირჩი – მეტი თავისუფლება – 1.96% ;

რუსთავი (42/88 უბანი დათვლილი)

  • დავით კირკიტაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 44.53%;
  • ნინო ლაცაბიძე – ქართული ოცნება – 44.34;
  • ბექა ლილუაშვილი – საქართველოსთვის – 6.63%;
  • თორნიკე არევაძე – პატრიოტთა ალიანსი – 2.35%.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button