skip to content
ახალი ამბები

ოკუპირებული ცხინვალის „დაზვერვის სამსახურის“ წარმომადგენელი თალიბანის ლიდერს შეხვდა 

თალიბანის პოლიტიკური სამსახურის პრესსპიკერმა, მოჰამედ ნაემმა Twitter-ზე დაწერა, რომ თალიბანის ერთ-ერთი ლიდერი და ავღანეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, მულა აბდულ განი ბარადარი ცხინვალის რეგიონის „საგარეო დაზვერვის სამსახურის“ წარმომადგენელს, ალექსეი მაქსიმოვს შეხვდა.

23 სექტემბერს გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, მხარეებმა შეხვედრაზე „ორ ქვეყანასთან დაკავშირებული საკითხები, რეგიონული უსაფრთხოება, ასევე ავღანეთში არსებული ვითარება და ბოლოდროინდელი მოვლენები“ განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ ცხინვალის რეგიონის „საგარეო დაზვერვის სამსახურის“ რუსული წარმომავლობის მქონე წარმომადგენელი, ალექსეი მაქსიმოვი ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცაა, რაც ხორვატიულმა ვებგვერდმა – Altermainstreaminfo – განაცხადა, რომ მისი ოფიციალური ბიოგრაფიის დეტალები – კერძოდ, ის მონაკვეთი, რომელიც 1991-1993 წლებში „იუგოსლავიაში გაეროს შეზღუდულ რუსულ სამშვიდობო კონტინგენტში“ მის სამსახურს ეხებოდა, გამოგონილია. წყაროს თქმით, ეს სახელწოდება „ავღანეთში [საბჭოთა] ჯარების შეზღუდული კონტინგენტის“ ასლი იყო და რომ იმ დროს იუგოსლავიაში არც გაეროს სამშვიდობო კონტინგენტი და არც რუსი სამშვიდობოები იმყოფებოდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button