skip to content
ახალი ამბები

უკრაინისა და მოლდოვას პრეზიდენტები საქართველოს სტუმრობენ 

უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები – ვოლოდიმირ ზელენსკი და მაია სანდუ დღეს საქართველოს სტუმრობენ და ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას ესწრებიან.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის გარდა, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები ქართველ კოლეგას, სალომე ზურაბიშვილს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდებიან.

პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი სახელმწიფოს პრეზიდენტები ასოცირებული ტრიოს სამიტის დეკლარაციასაც მოაწერენ ხელს. ფორმატი მაისში შეიქმნა და მისი მიზანი ევროპული ინტეგრაციის თაობაზე სამი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავებაა.

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი ენგურის ხიდს ეწვია. მას თან საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი ახლდა. 

პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ „უკრაინასა და საქართველოს ერთნაირი ინიციატივები აქვთ, რომ დროებით ოკუპირებული ტერიტორიები დაიბრუნონ წამყვანი საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების ფორმატებში“.

თავის მხრივ, მოლდოვის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა, რომ იგი მოუთმენლად ელის განიხილოს საქართველოს, უკრაინისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებთან სამმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებისა და ევროპული პარტნიორობის მომავლის საკითხები.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button