skip to content
ახალი ამბები

კელი დეგნანი „უკიდურესად იმედგაცრუებულია“ მოსამართლეთა წარდგენების გამო

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა მსოფლიო ლტოლვილთა დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა დანიშვნებისა და პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

ელჩმა აღნიშნა, რომ იგი „უკიდურესად იმედგაცრუებული იყო“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა კანდკიდატების წარდგენის გამო და ხაზი გაუსვა, რომ ეს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის 19 აპრილის მიღწეული შეთანხმების სულისკვეთებას ეწინააღმდეგება. აღნიშნა რა, რომ აშშ 25 წელი ეხმარებოდა საქართველოს სასამართლო რეფორმაში, ამერიკის ელჩმა განაცხადა, რომ პოლიტიკურმა შეთანხმებამ „შესანიშნავი შესაძლობა“ შექმნა ზოგიერთი ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

ვინაიდან უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი 9 კანდიდატები ახლა დეპუტატებმა უნდა დაამტკიცონ, ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ეს არ მოხდება. „თუ ეს პროცესი მაინც განხორციელდება, ვფიქრობ, ეს კითხვებს აღძრავს 19 აპრილის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით“, – დასძინა ელჩმა.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკისა და ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის პროტესტის ფონზე, ახლახან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრიც აირჩიეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button