ახალი ამბები

აშშ საქართველოს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს გამოუგზავნის 

თეთრი სახლის გადაწყვეტილებით, მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის საქართველოში, პირველი 25 მლნ დოზა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიგზავნება.

ბაიდენი-ჰარისის ადმინისტრაციის გეგმის თანახმად, დაახლოებით 6 მლნ დოზა გათვლილია „რეგიონულ პრიორიტეტებსა და პარტნიორ მიმღებ ქვეყნებზე“, მათ შორისაა საქართველო, ასევე მექსიკა, კანადა და სამხრეთ კორეის რესპუბლიკა, დასავლეთ სანაპირო და ღაზა, უკრაინა, კოსოვო, ჰაიტი, ეგვიპტე, იორდანია, ერაყი და იემენი, აგრეთვე გაეროს თანამშრომლები, რომლებიც პანდემიის წინა ხაზზე საქმიანობენ. დანარჩენი 19 მლნ დოზა COVAX-ის საშუალებით მიეწოდებათ სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის, აზიისა და აფრიკის ქვეყნებს.

ამ ეტაპისთვის უცნობია, კონკრეტულად რამდენ დოზას მიიღებს საქართველო.

„მილიონობით ამერიკული ვაქცინის სხვა ქვეყნებისთვის გაზიარება აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობის ნიშანია“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button