ახალი ამბები

პარლამენტმა ნინო იობაშვილის დეპუტატის უფლებამოსილება ცნო 

საქართველოს პარლამენტმა 1 აპრილს გამართულ პლენარულ სხდომაზე აწ უკვე ყოფილი დეპუტატის, თეა  წულუკიანის ადგილმონაცვლის, ნინო იობაშვილის უფლებამოსილება ცნო.

თეა წულუკიანი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად 19 მარტს დაინიშნა. საარჩევნო კოდექსში 2020 წლის ივლისში გენდერული კვოტების შესახებ შეტანილი ცვლილების თანახმად, საკანონმდებლო ორგანოში ქალი დეპუტატი პროპორციული სიიდან კვლავ ქალმა უნდა ჩაანაცვლოს.

პროფესიით იურისტი ნინო იობაშვილი, 2019 წლის აგვისტოდან საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილე იყო. მანამდე მას შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button