skip to content
ახალი ამბები

ევროპარლამენტარები კალიურანდი და მიკსერი მელიას დაკავების შესახებ

ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე მომუშავე ორმა წამყვანმა ევროპარლამენტარმა 23 თებერვალს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნა, რომ მართალია ისინი არ მიესალმებიან ოპოზიციის ნაწილის „არაკონსტრუქციულ და პროვოკაციულ ტაქტიკას, პროვოკაციებზე უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის ოფისის შტურმითა და მათი ლიდერის დაკავებით რეაგირება არ მოიტანს სარგებელს და არც კრიზისიდან გამოსვლას დაეხმარება“.

ევროპარლამენტარებმა მარინა კალიურანდმა და სვენ მიკსერმა მხარეებს მოუწოდეს, რომ ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგან იმ პოლიტიკური კრიზისის დეესკალაციისთვის, რომელიც მელიას დაკავების შემდეგ „კიდევ უფრო გაუარესდა“.

მათი განცხადებით, მხარეებმა „თავი უნდა შეიკავონ პოლარიზაციისკენ მიმართული რიტორიკისა და ქმედებისგან და დიალოგში უნდა ჩაერთონ“, რათა პოლიტიკური კრიზისი ისე მოაგვარონ, რომ ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს საფრთხე არ შეექმნას.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button