ახალი ამბები

„საია“ ენმ-ის ოფისში ჩატარებულ სპეცოპერაციასა და ნიკა მელიას დაკავებაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) 24 თებერვალა გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ საპოლიციო ძალების მიერ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებამ, „კიდევ უფრო დაამძიმა არსებული ვითარება“.

ორგანიზაციის განცხადებით, სპეციალური ქიმიური საშუალება „ძალადობრივი წინააღმდეგობის“ გაწევის აღკვეთის ინსტრუმენტია და „დაუშვებელია“ მისი „პასიური წინააღმდეგობის დროს“, ასევე „დახურულ სივრცეებში“ გამოყენება, სადაც არ არის „ადეკვატური ვენტილაცია ან უსაფრთხო გასასვლელი“.

„საიას“ განმარტებით, ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან სპეციალური ტექნიკის წაღება, „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მკაცრად რეგულირებადი საგამოძიებო მოქმედებაა“ და „მნიშვნელოვანია, შესაბამისმა ორგანოებმა საზოგადოებას განუმარტონ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დასაბუთებული ლეგიტიმური მიზანი“.

ნაციონალური მოძრაობის ოფისში მოქალაქეების ადმინისტრაციული წესით დაკავებებზე „საიამ“ განაცხადა, რომ „დაუშვებელია“ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება „მშვიდობიანი პროტესტის აღსაკვეთად“ ან პირთა „არასასურველი ადგილიდან განსარიდებლად“.

ორგანიზაციამ სამართალდამცველების მხრიდან ბოლო დროს „შეკრების უფლებაში ჩარევის“ შემთხვევებზეც გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ პარლამენტის შენობის წინ პოლიცია საპროტესტო აქციის მონაწილეებს „დაუსაბუთებლად არ აძლევდა უფლებას, გაეშალათ კარავი“, რაც „კანონდარღვევაა“.

„საიამ“ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას „მიიღოს ყველა ზომა პოლიტიკური პროცესების დეესკალაციისა და ნორმალიზების მიმართულებით; მისცეს დემონსტრანტებს მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობის უფლება და მშვიდობიანი პროტესტის აღსაკვეთად არ გამოიყენოს პოლიციური ძალა“.

ასევე წაიკითხეთ:

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button