ახალი ამბები

ქართული ოცნება ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარს დაუჭერს

ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღეს განაცხადა, რომ მმართველი პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას მხარს დაუჭერს, რათა არ შეაფერხოს „მართლმსაჯულების აღსრულება“.

გენერალურმა პროკურატურამ პარლამენტს მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის თხოვნით გუშინ, მას შემდეგ მიმართა, რაც მან უარი განაცხადა, რომ ნოემბერში ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურის პროტესტის ნიშნად გადაგდების გამო გირაოზე დამატებული 40 000 ლარი გადაეხადა.

ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ნიკა მელია და მისი პარტია „მიზანმიმართულ პროვოკაციას უწყობენ მართლმსაჯულების სისტემას, სახელმწიფოსა და საზოგადოების ნდობას ინსტიტუტების მიმართ“. მანვე დაამატა, რომ მელიას „კიდევ აქვს დრო“, რომ თავის გადაწყვეტილებას გადახედოს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button