ახალი ამბები

ფოტოამბავი: საპროტესტო აქცია შეზღუდვების გახანგრძლივების წინააღმდეგ

კოვიდ-19-ის შეზღუდვების, მათ შორის, მუნიციპალური ტრანსპორტის აკრძალვისა და კომენდანტის საათის 1 მარტამდე გახანგრძლივების შესახებ მთავრობის ვადაწყვეტილებას 24 იანვარს თბილისში პროტესტი მოჰყვა. მთავრობის კანცელარიის წინ შეკრებილ სამოქალაქო აქტივისტებსა და რიგით მოქალაქეებს ოპოზიციის ლიდერებიც შეუერთდნენ, მათ შორის იყვნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე, ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკი, გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე და ლელოს ერთ-ერთი დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე. აქციის მონაწილეებმა შეზღუდვების მოხსნის თაობაზე მათი მოთხოვნიების დასაკმაყოფილებლად ხელისუფლებას 48 საათი მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული შენობების პიკეტირებით დაიმუქრნენ

„სამოქალაქო საქართველოს“ ფოტოგრაფმა, გურამ მურადოვმა მოქალაქეების პროტესტი ფოტოებში ასახა.

კოვიდ-19-ის შეზღუდვების გახანგრძლივების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქცია მთავრობის კანცელარიასთან, 24 იანვარი, 2021, ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge
კოვიდ-19-ის შეზღუდვების გახანგრძლივების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქცია მთავრობის კანცელარიასთან, 24 იანვარი, 2021, ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge
საპროტესტო ბანერი წარწერით – „დააბრუნეთ ბავშვები სკოლაში“, ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge
ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკი საპროტესტო აქციაზე, ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge
კოვიდ-19-ის შეზღუდვების გახანგრძლივების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქცია მთავრობის კანცელარიასთან, 24 იანვარი, 2021, ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge
კოვიდ-19-ის შეზღუდვების გახანგრძლივების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქცია მთავრობის კანცელარიასთან, 24 იანვარი, 2021, ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge
საპროტესტო ბანერი წარწერით – „დაგვამწნილეთ ბარემ და ეგ არის!“, ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge
ბავშვი საპროტესტო ბანერით ხელში – „სკოლაში მინდა“. უკან ლელოს წევრი ფიქრია ჩიხრაძე, ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge
ლელოს ლიდერი ბადრი ჯაფარიძე საპროტესტო აქციაზე, ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button