![](https://civil.ge/wp-content/uploads/2021/01/TAP_advert_map_a_EN_rgb-1.jpg)
ახალი ამბები
სამხრეთის გაზის დერეფანი ამუშავდა
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 8 იანვრის განცხადებით, ტრანს–ადრიატიკული მილსადენი ამოქმედდა, რომელიც სამხრეთის გაზის დერეფანს ამუშავებს.
870–კილომეტრი სიგრძის ტრანს-ადრიატიკული მილსადენი (TAP) სამხრეთის გაზის დერეფნის ბოლო მონაკვეთია, რომელიც ასევე მოიცავს ტრანს-ანატოლიისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენებს, რომელიც საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით აზერბაიჯანის შაჰ დენიზის საბადოს იტალიასთან აკავშირებს.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანული გაზი უკვე იტალიაშია.
ასევე წაიკითხეთ:
- გახარიამ თურქეთში TANAP-ის პროექტის ინაუგურაციაში მიიღო მონაწილეობა
- კვირიკაშვილი საბერძნეთში ტრანს–ადრიატიკული მილსადენის მშენებლობის დაწყების ცერემონიას დაესწრო