skip to content
ახალი ამბები

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს 100 მლნ ევროს სესხს გამოუყოფს 

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის 22 დეკემბრის განცხადებით, ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) კოვიდ-19-ის პანდემიის დროს ძირითადი სამედიცინო ინფრასტრუქტურის მოდერნიზებისა და გაუმჯობესების, ახალი სამედიცინო პერსონალის სწავლებისა და საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობის შესყიდვების დაფინანსების უზრუნველსაყოფად, საქართველოს 100 მლნ ევროს სესხს გამოუყოფს.

ამავე განცხადებით, ევროკავშირის გარანტიით უზრუნველყოფილი სესხი საქართველოს შვიდი მთავარი საავადმყოფოს, მათ შორის, კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტების მიმღებ საავადმყოფოებად გადაკეთებული დაწესებულებების მოდერნიზების შესაძლებლობას მისცემს.

ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი დაფინანსებით თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობისა და ვაქცინების შეძენა, აგრეთვე კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტებისთვის სრულყოფილი დიაგნოსტიკური და სამკურნალო მომსახურების მიწოდების ეფექტიანი ჯაჭვის შექმნა მოხდება.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ ეს თანხა იმ 1.5 მილიარდი ლარის მოცულობის დახმარებას ემატება, რომლის მობილიზებაც ევროკავშირმა და „ევროპის გუნდმა“ საქართველოს დასახმარებლად წელს უკვე უზრუნველყო. 

კოვიდ-19-ის შესახებ დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button