ახალი ამბები

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მანდატი ორი წლით გაუხანგრძლივდა

ევროკავშირის საბჭომ საქართველოში განთავსებულ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მანდატი 2 წლით, 2022 წლის 14 დეკემბრამდე გაუხანგრძლივა.

3 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, საბჭომ 2020 წლის 15 დეკემბრიდან 2022 წლის 14 დეკემბრამდე პერიოდისთვის მისიას 44.8 მლნ ევროს ბიუჯეტიც გამოუყო.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ განთავსდა და ის უიარაღო დამკვირვებლებისგან შედგება, რომლებიც ადგილზე სიტუაციის სტაბილურობას უწყობენ ხელს, თუმცა მათ საქართველოს ორ ოკუპირებულ რეგიონში შესვლის შესაძლებლობა არ აქვთ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button