ახალი ამბები

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს 70 მლნ აშშ დოლარის სესხი დაუმტკიცა

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 8 დეკემბერს საქართველოს 70 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაუმტკიცა, რომელიც სამუშაო ძალის ნაყოფიერებისა და ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით, ქვეყანაში ხარისხიან პროფესიულ განათლებასა და მომზადებაზე წვდომის გაუმჯობესებას მოხმარდება.

ბანკის თქმით, სექტორული განვითარების პროგრამა – „თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმებისთვის“ – საქართველოს განათლების სისტემაში ADB-ის პირველი პროგრამაა და ეკონომიკის პრიორიტეტულ დარგებში პროფესიული განათლებისა და მომზადების ხარისხისა და რელევანტურობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

ბანკმა ხაზი გაუსვა, რომ „პროექტი შექმნილია იმ დარგების გასაძლიერებლად, რომელთაც პანდემიებთან გამკლავებაში განსაკუთრებული როლი აქვთ ან ეკონომიკურ გაჯანსაღებაში შეიტანენ წვლილს, როგორებიცაა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და სამედიცინო და ფარმაცევტული წარმოება“.

აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში შეინ როზენტალმა განაცხადა, რომ „გენდერული უთანასწორობის გათვალისწინებით, პროგრამა ასევე მოიცავს კონკრეტულ საშუალებებს პროფესიულ განათლებასა და მომზადებაზე წვდომის გასაზრდელად ქალებისათვის, ასევე  ეთნიკური უმცირესობებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის“.

ბანკის განცხადებით პროექტი ქუთაისისა და თელავის არსებულ პროფესიულ სასწავლებლებში „უნარების განვითარების ორი ინოვაციური ჰაბის შექმნასაც“ დააფინანსებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button