ახალი ამბები

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს 200 მლნ აშშ დოლარის სესხი დაუმტკიცა

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 29 ოქტომბერს საქართველოს კოვიდ-19-ის პანდემიით მიყენებული ზიანისგან ეკონომიკის აღდგენის ხელშეწყობისთვის 200 მლნ აშშ დოლარის მოცულობის „პოლიტიკაზე დაფუძნებული“ სესხი დაუმტკიცა. სესხი საჯარო ფინანსური მართვისა და სოციალური დაცვის სისტემებში გამოწვევების დაძლევისკენ იქნება მიმართული.

აზიის განვითარების ბანკის განცხადებით, პროგრამა კრიზისის დროს ქვეყანაში გაზრდილი სოციალური დაცვის პროგრამების ფისკალური მდგრადობის უზრუნველყოფას დაეხმარება და „ხელს შეუწყობს ხანდაზმული მოქალაქეებისთვის მთავრობის ეროვნული საპენსიო სქემის რეფორმას და სხვა სოციალური დაცვის სისტემებს ეკონომიკური ზრდის ინკლუზიური აღდგენისთვის“.

ბანკისვე განმარტებით, პროგრამა ასევე დაეხმარება სახელმწიფო ფისკალური რისკების მართვის გაძლიერებასა და მთავრობის ფასიანი ქაღალდების შიდა ბაზრების გაღრმავებას, რაც თავის მხრივ, მთავრობის მიერ უცხოურ ვალუტაში ვალის აღების და სავალუტო რისკების შემცირებას შეუწყობს ხელს.

აზიის განვითარების ბანკის ინფორმაციით, პროგრამა მიმდინარე წლის მაისში დამტკიცებული 100 მლნ აშშ დოლარის სესხის დამატებაა, რომელიც „გამიზნული იყო მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებების დასახმარებლად“.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button