skip to content
ახალი ამბები

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა თანამდებობა დატოვა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი 23 ნოემბერს თანამდებობიდან გადადგა და თქვა, რომ „13 წლიანი უკიდურესად საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობის შემდეგ“, იგი საჯარო სამსახურს ტოვებს. მეზვრიშვილს წასვლის მიზეზი არ განუმარტავს.

მეზვრიშვილმა გადაწყვეტილების შესახებ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა და მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის ყველას, „გამორჩეულად“ კი – პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, მადლობა გადაუხადა. „იმედი მაქვს სადაც უნდა ვიყო, შევძლებ ქვეყნის პროგრესისა და წარმატებისთვის სასიკეთო საქმის კეთებას“, – დაამატა მან.

მთავრობის ადმინისტრაციაში „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრეს, რომ მეზვრიშვილის შემცვლელის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ აქვთ.

ნათია მეზვრიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად 2019 წლის ოქტომბერში დაინიშნა. მანამდე, იგი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსის პოსტზე მსახურობდა. უფრო ადრე, 2017 წლიდან, მას შემდეგ, რაც გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა, ნათია მაზვრიშვილს შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. 2007-2009 წლებში, მეზვრიშვილი ძველი თბილისის რაიონის პროკურორი იყო. 2009 წლიდან იგი გენერალურ პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button