ახალი ამბები

ქვეყნის პირველი პირები ვენაში ტერორისტულ თავდასხმას გმობენ 

ქვეყნის პირველმა პირებმა ვენაში 2 ნოემბერს განხორციელებული ტერორისტული თავდასხმა დაგმეს, რომლის დროსაც 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 15 დაშავდა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე დაწერა, რომ ევროპა ტერორისტული აქტის წინაშე დადგა. მან დაგმო ძალადობის აქტი, როგორც „მიუღებელი“ ქმედება და აღნიშნა, რომ „ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ერთად დავდგეთ ამ რადიკალური ძალადობის წინააღმდეგ“.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ Twitter-ზე „საშინელი ტერორისტული აქტი“ დაგმო და მსხვერპლთა ოჯახებსა და მეგობრებს მიუსამძიმრა. მან ავსტრიელებსა და მსოფლიოს ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში სოლიდარობა გამოუცხადა.

განცხადება გაავრცელა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმაც, რომელშიც მან ტერორისტული აქტის გამო შეშფოთება გამოხატა და ავსტრიელ ხალხს მიუსამძიმრა.

მისივე თქმით, ტერორიზმი „ერთობლივი ძალებით“ უნდა დამარცხდეს. „საქართველო მზადაა ეს მისია თქვენთან ერთად შეასრულოს“, – დასძინა ზალკალიანმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button