ახალი ამბები

ოკუპირებული ცხინვალის „პრეზიდენტსა“ და „პრემიერის“ მოვალეობის შემსრულებელს კოვიდ-19 დაუდგინდათ 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „პრეზიდენტს“, ანატოლი ბიბილოვსა და „მთვრობის მეთაურის“ მოვალეობის შემსრულებელს, გენადი ბეკოევს კოვიდ-19- დაუდგინდათ. ინფორმაციას ადგილობრვი სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

ბიბილოვის პრესმდივნის, დინა გასიევას განაცხადებით, ცხინვალის „პრეზიდენტს“ ვირუსის მსუბუქი ფორმა აქვს და ის დისტანციურად მუშაობს.

მანამდე, კორონავირუსი ბიბილოვის „ადმინისტრაციის“ პრესმდივანსა და ოკუპირებული რეგიონის „მთავარ სანიტარულ ექიმსაც“ დაუდასტურდათ.

არსებული მონაცემებით, ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის სულ 284 შემთხვევაა დადასტურებული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button