Placeholder canvas
ახალი ამბები

ავღანეთში კოვიდ-19-ით ინფიცირებული 28 ქართველი სამხედრო საქართველოში დაბრუნდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 10 ივლისის განცხადებით, 28 ქართველ სამხედროს, რომლებიც ავღანეთში ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში როტაციის პრინციპით მსახურობდნენ, კორონავირუსი დაუდასტურდათ. სამინისტროს თქმით, „ინფიცირების წყარო ადგილობრივ ავღანელ პერსონალს უკავშირდება“.

თავდაცვის სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ სამხედრო მოსამსახურეები სპეციალური რეისით, გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით, როტაციით გათვალისწინებულ ვადამდე რამდენიმე კვირით ადრე, საქართველოში ჩამოიყვანეს. სამინისტროს ინფორმაციით, სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გააგრძელებენ.

ავღანეთში მყოფი დანარჩენი ქართველი სამხედროები, გავრცელებული ინფორმაციით, ჯანმრთელად არიან. თუმცა, თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „ისინი ქვეყანაში დაბრუნების შემდგომ, პრევენციის მიზნით, დადგენილი წესის შესაბამის ორკვირიან კარანტინს გაივლიან“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button