ახალი ამბები

სუს-მა „მთავარი არხის“ სიუჟეტის სრული ჩანაწერი გამოითხოვა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2 ივლისის განცხადებით, 20 და 25 ივნისს ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ გასული სიუჟეტის სრული და დაუმონტაჟებელი მასალის გამოთხოვის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ განჩინება გამოიტანა.

საბოტაჟის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტელეკომპანიის ეთერში გასულ სიუჟეტს იძიებს, რომლის თანახმადაც, მარნეულის მუნიციპალიტეტში მედპერსონალი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა დაავადებებისგან გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრებს გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსის დასახელების სანაცვლოდ, გარკვეულ თანხას სთავაზობდნენ.

მანამდე, 25 ივნისის განცხადებაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიამ აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობის  ინტერვიუები არასწორად განზრახ თარგმნა, რაც სუს-ის განმარტებით, მოსახლეობის სამართლიან პროტესტს გამოიწვევდა და სახელმწიფო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შეუფერხებელ ფუნქციონირებას ხელს შეუშლიდა.

დღევანდელ განცხადებაში სუს-მა აღნიშნა, რომ „ამ დეზინფორმაციული კამპანიის ორგანიზატორები მოსახლეობაში დაუცველობის განცდის, სახელმწიფოსადმი უნდობლობის, პანიკისა და ქაოსის დათესვას“ გეგმავდენენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ სრული მასალის მოპოვება უწყებას „საქმეზე სრული, ყოველმხრივი და ობიქტური გამოძიების შემდგომ წარმართაში“ დაეხმარება, რათა „ყოველ კონკრეტულ ფაქტზე სამართლებრივი რეაგირების საკითხი გადაწყდეს უტყუარი და უერთიერთშეჯერებული მტკიცებულებების საფუძველზე“.

სუს-ის დღვანდელი განცხადების საპასუხოდ, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახური ხელისუფლებისადმი კრიტიკული მედიის დისკრედიტაციაში დაადანაშაულა.

სუს-ის განცხადება კრიტკულად შეაფასა „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც“ და აღნიშნა, რომ უსაფრთხოების სამსახურის ქმედებები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება ქვეყანაში მედიის თავისუფლებას უქმნის საფრთხეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button