ახალი ამბები

საქართველო აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის მოსმენაზე

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ქვეკომიტეტმა ევროპის, ევრაზიის, ენერგიისა და გარემოს დაცვის საკითხებზე, 11 მარტს გამართულ მოსმენაზე უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში არსებული კონფლიქტები განიხილა.

სიტყვით გამოსვლისას, ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ ვილიამ კიტინგმა აღნიშნა, რომ თუმცა რუსეთი ამ სამ ქვეყანაში სხვადასხვა ათწლეულში შეიჭრა, დღემდე, ვერცერთი ეს ქვეყანა საკუთარ საზღვრებს სრულად ვერ აკონტროლებს, თუმცა მიუხედავად ამისა, “დასავლეთთან მჭიდრო კავშრების დამყარებისა და დემოკრატიული მმართველობის გაძლიერებისთვის კრიტიკული რეფორმების გატარებას ცდილობდნენ“.

იმ „წარმოუდგენელ ადამიანურ დანაკარგებზე“ საუბრისას, რაც ამ სამმა ქვეყანამ განიცადა კონგრესმენმა კიტინგმა თქვა, რომ „რუსეთის ქედმაღლობისა და აგრესისს გამო, უდანაშაულო მოქალაქეებს ომისა და ნგრევის პირობებში ცხოვრება უწევთ“. ხაზი გაუსვა, რა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის „პროდასავლურ“ კურსს, კონგრესმენმა კიტინგმა აღნიშნა, რომ ისინი „მეგობრები და პარტნიორები არიან“, რომლებიც საკუთარი დემოკრატიის გაძლიერებასა და ევროპასთან და აშშ-სთან ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებში მჭირო კავშირების დამყარებას ცდილობენ. „ეს ქვეყნები კიდევ უფრო ძლიერი პარტნიორები გახდებიან, როდესაც საკუთარი საზღვრების სრულად გაკონტროლებას შეძლებენ“, – დასძინა მანვე.

ქვეკომიტეტის კიდევ ერთმა წევრმა ადამ კინზინგერმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს კონფლიქტები, თავისი „უნიკალური პრობლემებით ხასიათდებიან“, თუმცა მათ „ერთი მკაფიო საერთო მნიშვნელი აქვთ“ და ეს რუსეთია. კინზინგერის თქმით, ამ კონფლიქტებმა აჩვენა, „რუსეთის მზადყოფნა გამოიყენოს მოწინავე ინსტრუმენტები, რათა შეაკავოს საბჭოთა გავლენის სფეროში მყოფი ქვეყნების დასავლურ ინსტიტუტებთან დაახლოება“.

კინზინგერის თქმით, „საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მიუხედავად საქართველოსა და რუსეთს შორის ღია საბრძოლო მოქმედებებისა“, სწორედ პრეზიდენტ პუტინის ქმედებებმა, რომ „2002 წელს საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსული პასპორტები დაერიგებინა, მოამზადა ნიადაგი [2008 წელს] რუსეთის საქართველოში ინტერვენციისთვის“.

„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები – სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ნელ-ნელა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორაზე საზღვრის გადმოწევას ცდილობენ. ამ რეგიონში მცხოვრები ბევრი ეთნიკურად ქართველი დევნის შიშით გაიქცა, ბევრი კი რეგიონში სათანადო სამედიცინო მომსახურების არარსებობის გამო გარდაიცვალა“, – თქვა კინზინგერმა.

კონგრესმენმა კინზინგერმა ხაზი გაუსვა, რომ 1991 წელს, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან „ჩვენ ქართველი ხალხის დემოკრატიისკენ სვლისა და დასავლეთთან მჭიდრო კავშირების დამყარების მოწმენი ვართ“. „გასულ კვირას, ჩვენმა პარტნიორებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ რუსეთის მიერ მათი ტერიტორიების დაპყრობა, ამ ქვეყნების ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს ხელს ვერ უშლის. დემოკრატია იოლი არ არის, მას მოფრთხილება და ბრძოლა სჭირდება“, – თქვა კინზინგერმა და მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მიღწეულ შეთანხმებას მიესალმა.

კინზინგერმა ასევე დასძინა, რომ იმისათვის, რომ საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები „გავლენებისგან თავისუფალ“ გარემოში ჩატარდეს, კიდევ ბევრია გასაკეთებელი. მანვე, „ამერიკული და ევროპული ინვესტიციების“ მოზიდვისთვის, ბიზნესგარემოს გაძლიერების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „ჩვენმა ქართველმა მოკავშირეებმა საკუთარი დემოკრატიის დაცვისთვის გაწეული სამუშაოსთვის უმღლესი შეფასება უნდა დაიმსახურონ“.

საქართველო წეროლობით განცხადებებში ასევე ახსენეს კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ხელშეწყობის ფონდის ევროპის პროგრამის უფროსმა მკვლევარმა დან ბაიერმა, აღმოსავლეთ პარტნიორობის საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის ანალიტიკოსმა ოლესია ვართანიანმა და ევრაზიის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის რეგიონულმა დირექტორმა სტეფან ნიქსმა.

დან ბაიერმა აღნიშნა, რომ მეზობლების მიმართ რუსეთის აგრესია, მათ შორის, უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში „გრძელვადიანი ინტერესებისთვის საფრთხის შემცველია“, როგორც აშშ-ის ისე „ამ სამი ქვეყნის მოქალაქეებისთვის“.

„ვლადიმირ პუტინის ძალისხმევა, რომ ძირი გამოუთხაროს ევროპაში დემოკრატიას და და აიძულოს ევროპული ქვეყნები, განსაკუთრებით კი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკები, ამ სტრატეგიულ ინტერესს არ პასუხობს. უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში კანონის უზენაესობის, მშვიდობისა და კეთლდღეობის გავრცელებით ჩვენ და ამ ქვეყნის ხალხებმა სარგებელი უნდა მიიღონ“, – დაწერა ბაიერმა.

ბაიერმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ „ყირიმის სავარაუდო ანექსია, ასევე საქართველოში სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის, მოლდოვაში კი დნესტრისპირეთის განგრძობადი დე ფაქტო ოკუპაცია, საერთაშორისო სისტემისთვის დიდი გამოწვევაა, რომელიც არასრულად, თუმცა მუდმივად იქვემდებარებს ყველა სახელმწიფოს უსაფრთხოებას“.

ბაიერმა ყურადღება რუსეთის მიერ საქართველოზე ცოტა ხნის წინ განხორციელებულ კიბერშეტევაზეც გაამახვილა და თქვა, რომ ეს „პუტინის აგრესიის არსენალის მორიგი იარაღი იყო”. მისივე თქმით, „ბევრი ამერიკელი გაოგნებული“ იყო 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის „დრამატული ჩარევით“. „თუმცა ეს ჩვენი ქართველი, უკრაინელი და მოლდოველი მეგობრებისთვის სიურპრიზი არ ყოფილა, რადგანაც ისინი რუსეთის აქტიურ ზომებს უკვე წლებია უმკლავდებიან“, – აღნიშნა მანვე.

ბაიერის თქმით, აშშ-მა უნდა გააგრძელოს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“. მიესალმა რა საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მიღწეულ შეთანხმებას, ბაიერმა აღნიშნა, რომ „საქართველოს ევროპული და ტრანსატლანტიკური ინტეგრაცია დამოკიდებულია ინსტიტუციების რეფორმირების განგრძობად პროგრესზე, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დაცვასა და პოლიტიკური კონტროლისგან თავისუფელი მედიის არსებობაზე“.

თავის განცხადებაში ოლესია ვართანიანმა ყურადღება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მდგომარეობაზე გააკეთა და თქვა, რომ მათი რიცხვი დიდი არ არის და ისინი ორივე რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის საერთო რაოდენობიდან – 230 00-დან მხოლოდ 50 000-ს შეადგენენ, მაგრამ ისინი აფხაზეთის მოსახლეობის 25%, ხოლო ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლების დაახლოებით 10%-ს წარმოადგენენ.

„2008 წლიდან ორივე ამ რეგიონთან მიმსვლა გართულებულია. ხშირად მოსახლეობას ე.წ. გამშვები პუნქტების გადასაკვეთათ ქრთამის გადახდა და დამატებითი დოკუმენტების წარდგენა უწევთ. ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები გამშვებ პუნქტებს ხშირად გაფრთხილებისა და ყოველგვარი მიზეზის გარეშე ხანგრძლივად კეტავენ, რასაც უსაფრთხოების ზომებთან კავშირი არ აქვს“, – დაწერა მან.

ვართანიანი იმ საკითხსაც შეეხო, თუ როგორ ცდილობს „ბორდერიზაციის“ პოლიტიკა გააძლიეროს ოკუპირებული რეგიონების საქართველოსგან განცალკევების პროცესი, ეთნიკური ქართველების ოჯახებიდან, ძირითადი მომსახურებებისა და საარსებო წყაროებიდან მოწყვეტის გზით. „გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობა ზარალდება“, – თქვა მან. ვართანიანმა აღნიშნა, რომ არსებული სიტუაციის გარკვეული ასპექტების მოსაგვარებლად, აშშ-მა „უნდა გააგრძელოს არაღიარების პოლიტიკა, რაც ამგვარი ქმედების წინააღმდეგ ძლიერი და მნიშვნელოვანი გზავნილია“.

თავის მხრივ, სტეფან ნიქსმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში დაწყებულმა კონფლიქტებმა, „ამ სამ ქვეყანაში სამხედრო და პოლიტიკური გამოწვევები შექმნა“. შემდეგ მან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ „გაყინული კონფლიქტები გავლენას ახდენს საქართველოს შიდა პოლიტიკურ მდგომარეობაზე, განსაკუთრებით უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ პოლიტიკაზე“.

„უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული ხელისუფლებები, რომლებიც საქართველოს ნატოში გაწევრიანების მთავარ ბარიერად არის აღქმული“, – თქვა ნიქსმა და დასძინა, რომ „ალიანსის წევრი ბევრი ევროპული ქვეყანა საჯაროდ გამოთქვამს შეშფოთებას, რომ რეგიონში რუსეთის სამხედრო ქმედებების გამო, ნატოს მეხუთე მუხლის ამოქმედება გახდება საჭირო“.

ნიქსმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რეგულარულად და აქტიურად რთავდა თავის ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს, ნატოში თავისი როლის ხაზგასასმელად, “ამ ქვემდებებს რამე საგრძნობი შედეგები არ მოუტანია. მიუხედავად საქართველოს მიერ ნატოს ავღანეთის მისიასა და რეგიონში ერთობლივ სწავლებებში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა“. „ნათელია, რომ ალიანსში საქართველოს გაწევრიანება აშშ-ის ძალისხმევაზე იქნება დამოკიდებული“, – დასძინა მანვე.

ნიქსმა ისიც აღნიშნა, რომ „საქართველოს განგრძობადი ეკონომიკური განვითარება, ალბათ, რუსეთის ინტერვვენციის წინააღმდეგ ყველაზე დიდი ანტიდოტია” და რომ საქართველო “ვერ აკეთებეს არჩევანს, აგრესიულ მეგობარსა (რომელთანაც მას ურთიერთობა უნდა ჰქონდეს, იმისათვის, რათა გადარჩეს) და ევროპულ მომავალს შორის, რისთვისაც იგი თავგანწირვით იბრძოდა, მაგრამ ამ დრომდე შედეგს მიაღწია”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button