Placeholder canvas
ახალი ამბები

შინაგან საქმეთა მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს

შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს ახალი, მეექვსე მოადგილე ჰყავს. უწყების მიერ 27 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციით, ამ პოსტზე გიორგი ბუთხუზი დაინიშნა, რომელიც სექტემბრიდან დღემდე დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

გიორგი ბუთხუზი 2016-2019 წლებში თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო, მანამდე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის თანამდებობა ეკავა. 2012-2013 წლებში, მას შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთის რაიონული სამმართველოს უფროსის თანამდებობა ეკავა. სხვადასხვა წლებში იგი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროშიც მუშაობდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button