ახალი ამბები

ახალგორელ აქტივისტს თამარ მეარაყიშვილს სასამართლომ ყველა ბრალდება მოუხსნა

Tags

ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებ აქტივისტს თამარ მეარაყიშვილს ახალგორის რაიონულმა სასამართლომ ყველა ბრალდება მოუხსნა. აღნიშნულის შესახებ მეარაყიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

თამარ მეარაყიშვილს, რომელიც „რადიო თავისუფლებისა“ და ონლაინგამოცემა „ნეტგაზეთის“ შტატგარეშე ჟურნალისტი იყო და ადგილობრივ პრობლემებზე ხშირად წერდა, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პროკურატურამ 2017 წლის 16 აგვისტოს დააკავა და 17 აგვისტოს კვლავ გაათავისუფლა. მას ცხინვალის რეგიონის მმართველი პარტიის „ერთიანი ოსეთის“ წინააღმდეგ ცილისწამებაში დასდეს ბრალი.

2018 წლის მარტში თამარ მეარაყიშვილს კიდევ ერთი ბრალი – „ოფიციალური დოკუმენტების გაყალბება და გამოყენება“ წაუყენეს. მეარაყიშვილს დოკუმენტები ჩამორთმეული ჰქონდა და ის ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიის დატოვებას ვერ ახერხებდა.

გამოცემა „ეხო კავკაზას“ ცნობით, სასამართლომ მეარაყიშვილს გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვებიც მოუხსნა.

Show More

Related Articles

Back to top button