ახალი ამბები

ანკარაში საქართველოს და თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეების შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც 12-14 თებერვალს თურქეთს სტუმრობს, გუშინ თავის თურქ კოლეგას, ბინალი ილდირიმს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს.

შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში, კობახიძემ საქართველოსა და თურქეთს შორის მეგობრობას, ასევე პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობის „სტრატეგიულ მნიშვნელობას“ გაუსვა ხაზი.

„ჩვენ ვიმსჯელეთ ჩვენი ურთიერთობის, მეგობრობის, თანამშრომლობის ყველა ასპექტზე… თითოეული ეს განზომილება ჩვენი თანამშრომლობის არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ „ჩვენ კიდევ ერთხელ გავამახვილეთ ყურადღება ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე და მადლობა გადავუხადეთ ჩვენს კოლეგას იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ამ მიმართულებით ვგრძნობთ ჩვენი თურქი მეგობრების მხრიდან“.

ანკარაში პარლამენტის თავმჯდომარე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუსაც შეხვდა. თურქეთის სხვა ოფიციალურ პირებს ირაკლი კობახიძე დღესვე, მოგვიანებით შეხვდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button