ახალი ამბები

საგარეო საქმეთა სამინისტრო ჰიჯაბისადმი უპატივცემულო დამოკიდებულებას უარყოფს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართველი პოლიციელების მხრიდან ირანელი ქალებისადმი რელიგიური ნიშნით რაიმე ტიპის უპატივცემულო დამოკიდებულებას არ ადასტურებს.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს 17 აგვისტოს განცხადების საპასუხოდ, სადაც უწყება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჰიჯაბის უპატივცემულობის გამო პროტესტს გამოთქვამდა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პირველადი მონაცემებითა და გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ მართლსაწინააღმდეგო, მათ შორის, რელიგიური გრძნობების შემლახავი რაიმე ქმედება არ გამოვლენილა“.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ამის შესახებ ინფორმაცია ირანის მხარეს უკვე მიაწოდეს. ასევე, უწყებაში ირანის ელჩთან ჩანიშნულია შეხვედრაც, სადაც აღნიშნულ საკითხს კიდევ ერთხელ განიხილავენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button