ახალი ამბები

სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეებს შორის ჩხუბის გამო სამხედრო მეთაურები გაათავისუფლეს

გიორგი ანწუხელიძის სახელობის კოჯრის სერჟანტთა აკადემიაში 1 აგვისტოს მომხდარი ჩხუბის შედეგად, ხუთი სამხედრო სავალდებულო მოსამსახურე დაიჭრა. ამის შესახებ განცხადება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დღეს გაავრცელა.

სამინისტროს ინფორმაციით, სიტყვიერი შელაპარაკება სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებს შორის აკადემიის ტერიტორიაზე, სიგარეტის მოსაწევ სპეციალურად განკუთვნილ ადგილას დაიწყო, რაც მოგვიანებით, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც, სამ სამხედრო მოსამსახურეს ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები დაუდგინდა.

გაერთიანებული შტაბის უფროსის ვლადიმერ ჩაჩიბაიას განცხადებით, კოჯრის აკადემიაში „დისციპლინაზე და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი“ ყველა სამხედრო მეთაური თანამდებობიდან უკვე გათავისუფლებულია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button